top of page

 თვითმოქმედი 
 ეკონომიური 
 წყლის ტუმბო
  

უნივერსალური ტუმბო "ირეკსონი" სარწყავი და სასმელი წყლისთვის

   ჰიდრავლიკური ტუმბო „ირეკსონი“, ძირეულად განსხვავდება დღეისთვის ცნობილ ყველა სახის ტუმბოებისგან.  წარმოდგენილ ტუმბოში წყლის ნაწილი გარდაიქმნება ცოცხალ ძალად. ის ავტომატურად ეწევა წყალს და აწვდის მომხმარებელს სასურველი რაოდენობით (ლიტ/წმ-ში) სასურველ სიმაღლეზე. წყლის საქაჩი ტუმბო „ირეკსონი“ დღეისთვის ცნობილ ჰიდრავლიკური დარტყმით, დიზელისა და ელექტოენერგიაზე მომუშავე ტუმბოებს შორის უმარტივესი, ეკო-ლოგიური, ეკონომიური და ნაკლებად შრომატევადია.

 

   „ირეკსონს“ შეუძლია იმუშაოს დღე და ღამე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მუშა ნაწილებში (სარქველები) არ გამოიყენება არავითარი საცხი-საპოხი მასალა. ტუმბო მუშაობს ელექტო-ენერგიისა და საწვავის (ბენზინი, დიზელი, ნავთი და ა.შ.) გარეშე.

  ტუმბოს მუშა ნაწილების გამა-რთული მუშაობისთვის, საცხი-საპოხი ნივთიერებების გამოუყენე-ბლობა, ტუმბოს ანიჭებს უპირატე-სობას ჩაითვალოს ეკოლოგიურად უსაფრთხოდ.

  2010 წლიდან დღემდე,  დამზადდა და მუშაობს 50მმ, 70მმ, 100მმ, 150მმ, 200მმ, 250მმ და 300მმ დიამეტრის მკვებავი მილის ტუმბოები. დაკვეთის შემთხვევაში შესაძლოა დამზადდეს 400-დან 1000მმ დიამეტრის მკვებავი მილის მქონე ტუმბოები.

შეხვდით ავტორს

  - საქართველოში 144 ჰა. ირწყვებოდა მექანიკური წესით, 300-ზე მეტი სტაციონალური სატუმბი სადგურების მეშვეობით. მეურნეობებს და სხვადასხვა ორგანიზაციებს გააჩნდათ გადასატანი სატუმბი სადგურები (ე.წ.СНП), რომელთა ჯამური რაოდენობა 2000 ერთეულს აღემატებოდა. ასევე ფუნქიონირებდა 3000-ზე მეტი ჭაბურღილი. ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და ელექტრო-ენერგიის ღირებულების გაძვირების შედეგად აღნიშნული მექანიკური მოწყობილობების დიდი ნაწილი განადგურდა, ხოლო გადარჩენილი უმეტესობა არარენტაბელური შეიქნა.

 

    ამ ინფრასტურქტურის საკმაოდ სერიოზული ნაწილის ალტერნა-ტივად უნდა ვიგულისხმოთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ჰიდრავლიკური ტუმბო „ირეკსონი“.

bottom of page