top of page

იოსებ ნარჩემაშვილი

 

   საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. სამდინარო ნაგებობისა და ჰიროელექტრო სადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალისტი

გავლილი გზა და მომავალი
 

  ტუმბო „ირეკსონის“ პირველი დანადგარის შესაქმნელად დაახლო-ებით 10 წელი ვიმუშავე. ამ პერიოდში შევისწავლე საბჭოთა მეცნიერების ნაშრომები კერძოდ: ჟუკოვსკის, ტრემბოველსკის,  ჩისტაპოლსკის, ქუთათელაძის და სხვა. აგრეთვე მოსტკოვის ლაბორატორიული ნაშრომი და სხვა.

 

   2009 წელს დამზადდა პირველი საცდელი ჰიდროტარანული ტიპის წყლის ტუმბო, ტრემბოველსკის სწავლების მიხედვით და წარმატებით გამოიცადა.ტუმბომ იმუშავა, თუმცა წარმადობა მცირე იყო. ამიტომ ამ მომენტიდან დავიწყე ფიქრი მის გაუმჯობესებაზე.

კლასიკური დიზაინის ჰიდროტა-რანული წყლის ტუმბო. დღეს ინახება კომპანიის ტერიტორიაზე და  დემონსტრირებისთვის გამოიყენება.

   ერთი წლის შემდეგ, გარდაბნის რაიონში დახვეწილი და გაუმჯობესებული ტუმბო საცდელად სოფ. სააკაძეში იქნა დამონტაჟებული.  ამ დანადგარს უკვე შეგვიძლია „ირეკსონის“ პირველი ტუმბო ვუწოდოთ. ის დღესაც მუშა მდგომარეობაშია.

 

 გაუმჯობესების შედეგად ძირეულად შეიცვალა კლასიკური ჰიდროტარანული ტუმბოს მუშა მექანიზმი. ახალი სისტემის გამოგონებზე პატენტის მიღებას ორი წელი დასჭირდა.

გამოცდილება
  • ქ.მინსკი. „ორგტეხსტრომი“ - გენგეგმის და გზაბის დაგეგმარება - უფროსი ტექნიკოსი, ინჟინერ -გეოდეზისტი
     

  • ქ.გაგრა. ტრესტი N16 - გეოდეზისტი, სამუშაოთა მწარმოებელი
     

  • დაბა ჟინვალი. ჟინვალჰესის მშენებლობა - სამთო ინჟინერი
     

  • ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ჰესის მშენებლობა - უფროსი ინჟინერი
     

  • „კავგვირაბმშენი“ N1 სამშენებლო სამმართველო - უბნის უფროსი
     

  • „ბიოგენმშენი“ - სამშენებლო სამმართველოს უფროსი
     

  • „სოდანი“ - ბიოგაზის დანადგარები - დამფუძნებელი
     

  • სამილიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი - მთავარი სპეციალისტი
     

  • ამჟამად „ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი“ - ინჟინერი
     

  • პატენტი „ირეკსონის“ წყლის საქაჩ ტუმბოზე
     

  • პატენტი „სოდანის“ ბიოგაზის დანადგარზე
     

  • წყლის ტუმბო „ირეკსონის“ აღიარება როგორც წლის მოვლენა ახალ ტექნოლოგიებში 2015 წ.

  წარმატების მიუხედავად, განვითარების პროცესს ვაგრძელებთ. ტუმბო "ირეკსონის" მუდმივი გაუმჯობესების შედეგად, დღეს ჩვენ მოგვეცა საშუალება გადავჭრათ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი რთული, მაშტაბური და კომპლექსური პრობლემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღესდღეისობით „ირეკსონის“ ტუმბოები, მაღალეფექტურობის, ეკონომიურობის და ეკოლოგიურობის თვალსაზრისით ბაზარზე არსებულ სხვა ტუმბოებთან შედარებით პრაქტიკულად უკონკურენტოა.

 

  ამჟამად საქართველოს რეგიონებში დამონტაჟდა ტუმბოები: 100, 200 და 300მმ მკვებავი მილით. გარდა ამისა დამზადდა 50 და 70მმ მკვებავი მილის ტუმბოები. ერთი 50მმ მკვებავი მილის ტუმბო მუშაობს ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ეზოში. 1 ცალი საცდელად გატანილია საზღვარგარეთ, კერძოდ პორტუგალიაში. 2ც 70მმ მკვებავი მილით კახეთის რეგიონში საგარეჯოს და ყვარელის რაიონებში. 300მმ დიამეტრის მკვებავი მილით, პირველი საცდელი ტუმბო, დამონტაჟდა გორის რაიონში (სოფელი არბო) და 2016 წელს ახალციხეში მდ. ფოცხოვაზე, რომელიც დღესაც მუშაობს. დღეს ჩვენ შეგვიძლია დავამზადოთ ტუმბოები 50 - 1000მმ მკვებავი მილით, რომელთა წარმადობა 1,8 - დან 860ტ/სთ-მდე (240ლ/წმ) იქნება. შესადარებლად: ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მსოფლიოში არსებული ჰიდროტარანების წარმადობა არ აღემატება 1ლიტრს/წამში. საზოგადოების მხრიდან ინტერესი მაღალია.

   საქპატენტის მიერ გაცემული პატენტი „ირეკსონის“ გამოგონებაზე არ არის ერთადერთი1993 წლიდან ვიყავი კომპანია „სოდანი“-ს დამფუძნებელი და დირექტორი.

   „სოდანი“ დაარსების დღიდან დაკავებული იყო საქართველოში ენერგიის განახლებადი წყაროების პრაქტიკული გამოყენების საკითხებით, კერძოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორისა და ფრინველის ორგანული ნარჩენების (ნაკელის)  გადამუშავებით ბიოაირის (მეთანის) და მაღალი ხარისხის ორგანული სასუქის მიღების საკითხებით.

 

 აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელი იყო ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი დანადგარის (მეტანტენკის) კონსტრუირება და საცდელი ნიმუშების პრაქტიკული გამოცდა. გამოცდების დადებითი შედეგების შემდეგ მიღებული იქნა „საპატენტო სიგელი“ N26 30.03.93 „ბიოგაზის გენერატორი“.

პატენტი ბიოგაზის გენერატორი

  ამის შემდეგ რამოდენიმე განერატორი დამზადდა და დამონტაჟდა. ერთი წყალტუბოში სოფ. პატრიკეთში ნიკოლოზ ნარჩემაშვილთან. 8 კუბ.მ. მოცულობის მეტანტენკმა, იმუშავა რამდენიმე წელი. ოჯახს მიეწოდებოდა და ბიოგაზი და ორგ. სასუქი.

ბიოგაზის დანადგარი სოფ. პატრიკეთში

  მეორე: მეზოფილურ რეჟიმზე მომუშავე 8 კუბ.მ. მოცულობის მეტანტეკი სოფელ დიღომში აწ გარდაცვლილი ბატონ  ომარ სახვაძის ოჯახში. დანადგარი გამოიმუშავებდა 16-18კგ. ბუნებრივი აირის ექვივალენტ ბიოაირს თვეში.

   დიღომში დანადგარის მუშაობის პროცესი დააფიქსირა მაშინდელმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა. ა.მარგიანის დავალებით განხორციელდა მოწვევა ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეოისა და სურსათის სამინისტრს, მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროსა და სხვათა.

   - „საკითხი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

   გთხოვთ განიხილოთ ფირმა „სოდანის“ და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობა და მიიღოთ სათანადო გადაწყვეტილება.

  ფინანსთა კაბინეტის გადაწყვეტილების აუცილებლობის შემთხვევაში წარმოა-დგინეთ შეთანხმებული წინადადება.“

 

                                                  - ა. მარგიანი

    მოწვევაზე მეტანტენკის მუშაობა დადებითად შეფასდა და დადგინდა, რომ ამ საკითხის განვითარება აქტუალურია და კომპანიას უნდა გაეწიოს დახმარება.

 

  თავისი ორიგინალური კონსტრუქციის გამო, დანადგარის ძირითად ფუნქციასთან ერთად შემოგვთავაზეს გამოგვეყენებინა მისი სხვა პოტენციალიც. კეძოდ ელ-ენერგიის გამომუშავება.  მოგვეცა წინადადება დანდაგარი ჩართულიყო სოფლის ელექტიფიკაციის საქმეშიც. განსაკუთრებით მთიან და მთისპირა რაიონებში, სადაც მეცხოველეობა იყო განვითარებული.

 - „ეკონომიკის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის და დირმა „სოდანის“ მონაწილეობით განიხილა სოფლის მეურნეობაში ბიოგაზის, როგორც ენერგიის ალტერნატიული წყაროს გამოყენების საკითხი და მოგახსენებთ:

   სათბობ-ენერგეტიკული რესურსებზე ფასების მკვეთრად გადიდებისა და ალობრივი სათბობის უქონლობის პირობებში ბიომასის გადამუშავების საფუძველზე საწვავის მიღებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს თუ მხედველობაში მივიღებთ თყის მასივების გაჩეხვის რეალურ საფრთხეს, მელიც რესპუბლიკის სინამდვილეში შეიქმნა. ამასთან დაკავშირებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია ფირმა „სოდანს“ შესასძლებლობის ფარგლებში გამოეყოს შეღავათიანი კრედიტი და ბიორეაქტორების სერიული წარმოებსითვის საჭირო სამრეწველო სიმძლავრე. მოქმედი სამრეწველო ობიექტების თავისუფალი ან დაუტვირთავი სიმძლავრეთა ხარჯზე.

                                                                       - ო.კაკაურიძე

   თუმცა საქმე ვერ გადაიზარდა მასიურ წარმოებაში, რადგან სახელმწიფომ ვეღარ შეძლო მხარდაჭერა. გარდა ზემოთხსენებულისა დამზადდა და გამოიცადა 2კუბ.მ. მოცულობის თერმოფილურ (60 გრადუსი ცელსიუსით) რეჟიმზე მომუშავე მეტანტენკი თბილისში, დამპალოში. აღნიშნული მეტატენკი გადატანილ იქნა იზოტოპების ინსტიტუტში ცდების ჩასატარებლად.

 

  კვლევები ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე კვლავ მიმდინარეობს. ამჯერად ჩვენ ვციდლობთ წყლის ტუმბოს მეშვეობით გამოვიმუშაოთ ელ-ენერგია. ამისთვის ტუმბო „ირეკსონის“ გამომსვლელი მილის (55მმ) სათავეში დავამონტაჟეთ ელ-გენერატორი. სისტემამ მოგვცა 850 ბრუნი წუთში და ელ-ენერგია.

მზადება ცდისთვის: გენერატორს წყალი  „ირეკსონის“ ტუმბოდან მიეწოდება .

სამუშაოები გრძელდება. მომავალს იმედიანად ვუყურებთ!

 

იოსებ ნარჩემაშვილი,

თბილისი 2018 წ.

bottom of page