top of page

ყველაზე მნიშვნელოვანი "ირეკსონის" ტუმბოების შესახებ

   ტუმბო „ირეკსონის“ წარმადობა  ძირითადად დამოკიდებულია მკვებავი მილის დიამეტრზე - D, დაწნევაზე - h და წყლის აწევის სიმაღლეზე - H  (ქვემოთ იხ. ილუსტრაციები).

   სხვა და სხვა სიმძლავრის მოდელებს მკვებავი მილის დიამეტრით განვსაზღვრავთ. ასე მაგალითად: "ირეკსონის" 100მმ ტუმბო - აღნიშნავს ტუმბოს, რომლის მკვებავი მილის დიამეტრი 100მმ-ია.

   „ირეკსონი“ შეიძლება დამონტაჟდეს პირდაპირ მდინარეზე, თუ მდინარის  ბუნებრივი ქანობი საკმარისია დონეთა სხვაობის h-ის შესაქმნელად სასურველი რაოდენობის წყლის  (ლ/წმ–ში) მისაღებად სასურველ სიმაღლეზე, ჰიდრავლიკური ნაგებობათა მოწყობის გარეშე. სხვა შემთხვევაში საჭირო იქნება მოეწყოს ჰიდროტექნიკური ნაგებობათა ნაირსახეობები და კონსტრუქციები როგორებიც არიან: წყალშემტბორავი, წყალსატარი, წყალმიმღები, კონფუზორი და ა.შ.

 

   ძალზედ ხელსაყრელია რომ, ტუმბოს დამონტაჟების ადგილის შერჩევა და ამისთვის საჭირო საპროექტო-საძიებო სამუშაოების შესრულება შედის ტუმბოს ღირებულებაში. 

"ირეკსონის" ძირითადი უპირატესობები

  • - არ საჭიროებს ელექტრო ენერგიას ან საწვავს.
     

  • - ეკოლოგიურად უსაფრთხო. “ირეკსონი” არ საჭიროებს არავითარ საცხი-საპოხ მასალებს.
     

  • - ავტონომიური მუშაობის რეჟიმი 24-საათიანი, საჭიროების შემთხვევაში ზამთარ-ზაფხულ.
     

  • - “ირეკსონი”-ს არც ერთი დეტალი არ განიცდის ცვეთას, გარდა ორი რეზინის ფირფიტისა, რომლის შეცვლა ძალზე მარტივია.
     

  • - მასში არ არის გამოყენებული ძვირადღირებული ლითონები.
     

  • - არ საჭიროებს ფილტრებს. მას შეუძლია მიიღოს და გაატაროს ძალზედ მღვრიე წყალი.
     

  • - “ირეკსონი” უმარტივესია საექსპლუატაციოდ, საჭიროების შემთხვევაში, მას მოემსახურება ნებისმიერი ადამიანი.
     

  • - “ირეკსონი”-ს წყლის მიწოდების მანძილი ჰორიზონტალურად რამოდენიმე კმ-ს შეადგენს, გეომეტრიული სიმაღლე კი 250 მეტრამდეა.
     

  • - “ირეკსონი”–ს წყლის მიწოდების რაოდენობა დღე-ღამეში მერყეობს 1,7 -დან 21500 კუბ.მ.-მდე.

წარმადობა და ეფექტურობა მოდელების მიხედვით

   ცხრილში კარგად ჩანს ტუმბო "ირეკსონის" ეფექტურობა. კონკრეტულად კი მცირედი ენერგიიდან დიდი სამუშაოს შესრულების უნარი. ასე მაგალითად 300მმ ტუმბოს შემთხვევაში, 3მ-ნი დაწნევისას, 1,2 კვტ სიმძლავრის წყლის ნაკადი საბოლოოდ 22ლ.- მდე წყალს გვაძლევს წამში, რაც იგივე სიმძლავრის ელექტრო ან საწვავზე მომუშავე ტუმბოსთვის შეუძლებელია.

bottom of page