top of page

შესრულებული პროექტები

 

"ირეკსონის" გული თითქმის მთელს საქართველოში ცემს. კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა. გავრცელების ფართო გეოგრაფიას ტუმბოს უნივერსალურობა განაპირობებს. მნიშვნელობა არ აქვს სასმელი წყალი გჭირდებათ, სარწყავი თუ საწარმოო დანიშნულებისთვის, "ირეკსონს" მოჰყავს წყალი ყველგან სადაც საჭიროა

2016 თეთრი წყარო, სოფ. ბოგვი

 

  მდინარე ალგეთზე, განხორციელდა პროექტი სათევზე მეურნეობის წყლით უზრუნველსაყოფად. ამისთვის   მოეწყო სათავე ნაგებო-ბა, დაგუბდა ტუმბოს დასაყენებე-ლი ადგილი და დაყენდა 250მმ „ირეკსონი“. დაწნეხვა(h) შეადგენს 1,5 მეტრს, ხოლო დაჭირხვნა(H)-5 მეტრს. წყალი მიეწოდება ხელო-ვნურ თევზსაშენ ტბას. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით აქ ტუმბო წყალში ჩაფლული მუშაობს, რაც „ირეკსონისთვის“ ისეთივე ბუნებრივი მდგომარე-ობაა, როგორც წყლის ზედაპირზე ან წყლის ზემოთ განლაგება. იხ. პანორამული კომპოზიცია ქვემოთ.

პანორამაზე ჩანს ობიექტის გეგმა, მარცხნიდან-მარჯვნივ: ხელოვნური ტაბა, წყლის მილი, წყლის ტუმბო „ირეკსონი“ და სათავო ნაგებობა

2015 სოფ. ოლავერდი

 

   ახალქალაქის სოფელ ოლავერდში ადგილობრივებს სასმელი წყალი მიეწოდებათ 500მ. სიგრძეზე და 40მ. სიმაღლეზე. სულ 120ტ. დღე-ღამეში რაც სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებისთვის საკმარისია.

   200მმ მკვებავი მილით, წყლის ტუმბო სოფელ ოლავერდში, „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ თაოსნობით, პროექტის „ადგილობრივი ინიციატივები განვითარებისთვის“ ფარგლებში დამონტაჟდა.  პროექტის მენეჯერის თიკო ტყეშელაშვილის განმარტებით,

ოლავერდში სასმელი წყლის პრობლემა გამოიკვეთა და მის მოსაგვარებლად კავკასიურმა ინსტიტუტმა ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა გადაწყვიტა.

2012 სოფ. სართიჭალა

 

  საგარეჯოს რაიონის სოფ. სართიჭალის ტერიტორიაზე იორის სარწყავი სისტემების მაგისტრალურ არხზე დამონტაჟდა 100მმ მკვებავი მილის წყლის ტუმბო „ირეკსონი“.

 

  ტუმბო აწვდის წყალს მიწაყრილით მოწყობილ (1,5ჰა ფართისა და 2 მ. სიღრმის) ხელოვნურ ტბას. მისი მოცულობა 30,000კუბ.მ-ია და ემსახურება ცხვრის ფარის წყლით უზრუნველყოფას და მიწის მორწყვას. ტუმბო დღე-ღამეში 190ტ. (2,2ლ/წამში) წყალს აწვდის.  დაწნევა 2 - 2,3 მ. წყლის აწევის სიმაღლე  5მ.

2011 გორი, სოფ. არბო

 

  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, გამოცდის მიზნით, დამონტაჟდა ტუმბო 300მმ მკვებავი მილით. დაწნევა 5,5მ. ხოლო მიწოდების სიმაღლემ 42მ. შეადგინა. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში წყლის მიწოდების სიმაღლემ დაპროექტებულს გადააჭარბა. წარმადობა: 18,7ტ./სთ. (5,2ლ./წმ) .

სურათზე საინტერესო ფაქტია აღბეჭდილი. სოფლის მოსახლეობამ ტუმბოს პოტენციალის შესამოწმებლად წყლის მილი ხეზე დაამაგრა, სიმაღლის გაზრდის მიზნით. ექსპეტიმენტის შედეგად ყველა კმაყოფილი დარჩა.

2010 გარდაბანი სოფ. სააკაძე

 

  სააკაძეში საჩვენებლად ერთი ტუმბო დამონტაჟდა, რომლის მკვებავი მილის დიამეტრი 100მმ-ია. წინასწარ ჩატარდა კვლევითი (საინჟინრო გეოდეზია) და საპროექტო სამუშაოები. მთლიანად ტუმბოს დასაპროექტებლად, დასამზადებლად და დასამონტაჟებლად გაწეულმა ხარჯმა 5800 ლარამდე შეადგინა.

 

  თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტუმბოს არ ესაჭიროება დამატებითი მომსახურება და დღე-ღამეში შეუჩერებლად საშუალოდ 130ტ. წყალს ქაჩავს,  მაშინ თვეში ამოტუმბული წყლის რაოდენობა 3900 ტონას აღწევს. ხოლო ერთი ჰექტრის მოსარწყავად (მიშვებით) ნორმით გათვალისწინებულია 800ტ. წყალი 12 დღის განმავლობაში.

 

  სოფელ სააკაძეში დამონტაჟებულმა ტუმბომ 2010 - 2014 წლებში ფერმას, 140 ათასი ტონა წყალი მიაწოდა. 1 ტონა მიწოდებული წყლის ღირებულებამ - 5800 : 140 000 = 0.04 ლარი (4 თეთრი)

სხვა პროექტები

 

  • 2014 გორი, სოფ. ხიდისთავი - 200მმ

  • 2014 რაჭა - 100მმ

  • 2015 ბაღდათი, სოფ. როკითი - 200მმ

  • 2016 ახალციხე, მდ. ფოცხოვი - 300მმ

  • 2016 ყვარელი, სოფ. ლელიანი. შპს ქართული ღვინოები - 100მ

  • 2017 წალკა, ბერთა მონასტერი - 100მმ

  • 2017 ყვარელი, სოფელი ახალსოფელი - 300მმ

  • 2018 გურია - 150მმ

  • 2018 საგარეჯო, არსებ ალბეტაშვილი - 70მმ

bottom of page